ირაკლი კობახიძე: მთავარია, დაცული იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება

ირაკლი კობახიძე: მთავარია, დაცული იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება

„მთავარია, დაცული იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება",- ასე ეხმიანება ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას.

ირაკლი კობახიძის თქმით,  მისთვის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კონკრეტულ კომენტარებს ისინი გააკეთებენ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.