არაოფიციალური ინფორმაციით, ბლოკირებულ ბინაში მყოფი ტერორიზმში ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ISIS-ის ჩეჩენი მებრძოლები არიან

არაოფიციალური ინფორმაციით, ბლოკირებულ ბინაში მყოფი ტერორიზმში ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ISIS-ის ჩეჩენი მებრძოლები არიან

არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცრაზმის მიერ ბლოკირებულ ბინაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ეროვნებით ჩეჩენი 3 პირი იმყოფება, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები არიან. შესაბამის ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები საქართველოში, სავარაუდოდ, არალეგალურად შემოვიდნენ.

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბინაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი, ეროვნებით ჩეჩენი 3 პირია. ისინი, სავარაუდოდ, არიან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები და არალეგალურად შემოვიდნენ საქართველოში“, - წერს kvirispalitra.ge "კვირის პალიტრის" ანალიტიკოს ნინო ბურჭულაძეზე დაყრდნობით.

ამასთან, ბურჭულაძის ინფორმაციით, სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, ჭიანურდება იმის გამო, რომ ბინაში შესაძლოა იყოს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.