აუცილებელია იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის გამოცდილება აქვს

აუცილებელია იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის გამოცდილება აქვს

ჩვენ წყალში გვიწევს ცურვის სწავლა, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

როგორც ფირალიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის გამოცდილება აქვს.

„პრევენცია უშიშროების სამსახურის კომპეტენციაა და აუცილებელია სხვა ქვეყნების ანალოგიურ უწყებებთან თანამშრომლობა, მათი გამოცდილების შესწავლა, ჩვენი კადრების მომზადება იმ ქვეყნებში, რომელსაც ამ მოვლენასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ წყალში გვიწევს ცურვის სწავლა“, - განაცხადა ფირალიშვილმა.