სპეცოპერაციის დაწყებისას მოულოდნელობის ეფექტი არ იყო, ამიტომ ბინაში მყოფები შესაბამისად მოემზადნენ

სპეცოპერაციის დაწყებისას მოულოდნელობის ეფექტი არ იყო, ამიტომ ბინაში მყოფები შესაბამისად მოემზადნენ

სპეცოპერაციის დაწყებისას მოულოდნელობის ეფექტი არ იყო, ბინაში მყოფებმა იცოდნენ, რომ სპეცოპერაცია დაიწყებოდა, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სპეცრაზმელების მიერ მოსახლების გაყვანა იმის ნიშანი იყო, რომ რაღაც მზადდებოდა.

„ჩემი დაკვირვებით, სპეცრაზმელებმა დაიწყეს მოსახლეობის გაყვანა. მოსახლეობის გაყვანა იმის ნიშანი იყო, რომ რაღაც მზადდებოდა. მიხვდნენ ისინი, ამიტომაც მოემზადნენ შესაბამისად“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რეგიონში ძალიან დიდი რაოდენობის იარაღია და საქართველოში იარაღის შემოტანა პრობლემას არ წარმოადგენს.