ლევან მახაშვილი: ჩვენი საზოგადოება ხედავს და აცნობიერებს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრო ბიუროკრატი ნამდვილად არ არის არც ევროპა, არც ევროპული ღირებულება და სტანდარტი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით

ლევან მახაშვილი: ჩვენი საზოგადოება ხედავს და აცნობიერებს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრო ბიუროკრატი ნამდვილად არ არის არც ევროპა, არც ევროპული ღირებულება და სტანდარტი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით

ახალი კრიტერიუმები, რაც იქნება მომავალში, ნაკლებად გაზომვადია კონკრეტული სტატისტიკით. არის საკმაოდ ბუნდოვანი, მაგალითად ევროკავშირის ინტერესებს შეესაბამება თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზო რეჟიმის ქონა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას.

„იმდენად ბუნდოვანია ეს საკითხები, ეს ახალი კრიტერიუმები, რომ ლოგიკურად ჩნდება განცდა, ხომ არ არის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ინტერესი, რომ ეს გამოყენებული იქნას პოლიტიკურ იარაღად“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ იმ ევროპარლამენტარებზეც ისაუბრა, რომლებიც ქართველებს უვიზო მიმოსვლით ემუქრებოდნენ.

„თუკი ვინმე ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს, სწორედ ეს ევროპარლამენტარები არიან და სწორედ ამგვარი ქმედებებია, როდესაც თურმე დამნაშავისთვის ხელის დაფარება არის ევროპული ღირებულებები და სტანდარტი. ჩვენი საზოგადოება ხედავს, ძალიან კარგად აანალიზებს და აცნობიერებს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრო ბიუროკრატი ნამდვილად არ არის არც ევროპა, არც ევროპული ღირებულება და სტანდარტი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.