სპეცოპერაციის ადგილზე სროლის ხმა პერიოდულად ისმის, კორპუსიდან კვლავ კვამლი გამოდის

სპეცოპერაციის ადგილზე სროლის ხმა პერიოდულად ისმის, კორპუსიდან კვლავ კვამლი გამოდის

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის ადგილზე პერიოდულად კვლავ სროლის ხმა ისმის. ადგილზე ისევ მობილიზებული არიან სპეცრაზმელები, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

ადგილზე რჩება სპეცტექნიკაც და ბინიდან, სადაც სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, კვლავ ძლიერი კვამლი გამოდის.

შტურმი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო, სავარაუდოდ, კვლავ გრძელდება.