ყველაფერი კეთდება, რათა სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს

ყველაფერი კეთდება, რათა სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს

ყველაფერი კეთდება, რათა სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განცხადებებს იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია ამ ეტაპზე, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. ამ ეტაპზე მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს. სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას.

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პირდაპირ ეთერში ხდებოდეს დეტალების ლაპარაკი, როგორ მიმდინარეობს სპეცოპერაცია. მოსახლეობას არ ემუქრება საფრთხე და ამ მიზნით კეთდება ყველაფერი. არც ერთ მეტ კითხვაზე არ იქნება პასუხი გაცემული იმ ზომაზე მეტად, რასაც შესაბამისი სამსახურები ჩათვლიან საჭიროდ“, - განაცხადა სუბარმა.