გიგა ბოკერია:  ხელისუფლებისგან ველით ინფორმაციას, რასთან გვაქვს საქმე

გიგა ბოკერია: ხელისუფლებისგან ველით ინფორმაციას, რასთან გვაქვს საქმე

ხელისუფლებისგან ველით ინფორმაციას, რასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ახლა დასკვნები გავაკეთოთ, მითუმეტეს სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პირველ რიგში, გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ დაჭრილ სპეცრაზმელს და იმედი ვიქონიოთ, რომ სწრაფად დასრულდება სპეცოპერაცია, მსხვერპლის გარეშე. შემდეგ ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან. ეს სერიოზული ამბავია და და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.