სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება ხდება

სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება ხდება

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. სამართალდამცველები მიმდებარე კორპუსებთან არიან მობილიზებულნი.

რაც შეეხება იმ კორპუსს და მიმდებარე ტერიტორიას, სადაც სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები არიან გამაგრებულები, ამ დროისთვის სროლის ხმა არ ისმის.

დაახლოებით ნახევარი საათის წინ ტერიტორიაზე სპეცტექნიკაც შევიდა.

სროლისა და აფეთქებების შედეგად კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ჩამქრალია, თუმცა სახანძრო ბრიგადები კვლავ ადგილზე რჩებიან.