სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა სპეცტექნიკა შეიყვანეს

სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა სპეცტექნიკა შეიყვანეს

სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა სპეცტექნიკა შეიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

ტერიტორია კვლავ გადაკეტილია.

ამჟამად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სროლის ხმა არ ისმის.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, ცეცხლი ამ დროისთვის ტერიტორიაზე ჩამქრალია. ადგილზე მუშაობდა რამდენიმე სახანძრო ბრიგადა.