სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის კვამლი

სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის კვამლი

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველები სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე ისმის სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა. კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ძლიერი კვამლი ამოდის.

ცნობისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე არ დასტურდება.