„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პანელის - „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი“ ერთ-ერთი სპიკერი ალენ პიუ იქნება

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პანელის - „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი“ ერთ-ერთი სპიკერი ალენ პიუ იქნება

ალენ პიუ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წლის 15 ნოემბერს დაიკავა. მის მოვალეობაში შედის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში(EBRD) გაწევრიანებული 36 ქვეყნისათვის საბანკო ინვესტიციების წარმატებით მიწოდება, საკონსულტაციო საქმიანობის გაწევა და აღნიშნულ საქმიანობაში პოლიტიკის ჩართულობის უზრუნველყოფა. ის არის აღმასრულებელი კომიტეტისა და სხვა ხელმძღვანელობითი ფორუმების წევრი. 

აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, ალენი მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, სადაც ის კოორდინირებას უწევდა ბანკის სტრატეგიებისა და პოლიტიკის ჩართულობას, მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან დაფინანსების მოძიებას და ზედამხედველობას, მნიშვნელოვან საგარეო პარტნიორებთან ერთად.
მას შემდეგ, რაც მუშაობა პარიზში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ინსპექციაში დაიწყო, ალენი EBRD-ის 1992 წლის ივნისს უფროსი ბანკირის სახით შეუერთდა. წლების განმავლობაში იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: პოლონეთის სახელმწიფო დირექტორი,  ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ბიზნეს ჯგუფის დირექტორი, მმართველი დირექტორი მოსკოვში, სამრეწველო, ვაჭრობის და აგრობიზნესის დირექტორ-ხელმძღვანელი. 2014 წლიდან მუშაობდა ბანკის პირდაპირი წილებისა და კაპიტალის დაფინანსებაზე სექტორებისა და რეგიონების მასშტაბით.

ალენ პიუ განათლება პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლაში, ბიზნესის უმაღლეს სკოლასა და საფრანგეთის კავალერიის სკოლაში მიიღო. 

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/160-alain-pilloux