ობამამ ბრედ პიტს გაასწრო

ობამამ ბრედ პიტს გაასწრო

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ „Thomas Pink” გამოკითხვა ჩაატარა და მსოფლიოს „ყველაზე შნოიანი მამაკაცის“ ვინაობა გამოავლინა. გამოკითხვა აშშ-სა და ევროპაში გაიმართა და მასში მონაწილეობა სამი ათასმა ადამიანმა მიიღო.

პირველი ადგილი ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ერგო.

მისტერ ბარაკმა ხმების მცირე უპირატესობით პოპულარულ მსახიობ ბრედ პიტს გაუსწრო.

მესამე პოზიციაზე ჯეიმს ბონდის როლის უბადლო შემსრულებელი დენიელ კრეიგი გავიდა, მეოთხეზე კი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი.

პირველ ათეულში კიდევ სამი კინომსახიობი მოხვდა. ჯორჯ კლუნი მეექვსე გახლდათ, კლინტ ისტვუდი - მერვე და უილ სმიტი - მეათე.