669,1 მლნ ლარი 10 თვეში - კომერციული ბანკების მოგება ერთ წელიწადში 25,7%-ით გაიზარდა

669,1 მლნ ლარი 10 თვეში - კომერციული ბანკების მოგება ერთ წელიწადში 25,7%-ით გაიზარდა

ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 37 299 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ბანკების წმინდა მოგებამ 669 114 000 ლარი შეადგინა, რაც 25,7%-ით, 136 988 000 ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში კომერციულმა ბანკებმა 532 176 000 ლარის მოგება მიიღეს.

ამასთან, სტაბილურად იზრდება ბანკების პროცენტული შემოსავალიც და 10 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 2,2 მლრდ. ლარს ლარს შეადგენს. 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავალი 1,9 მლრდ. ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკები ყველაზე დიდ შემოსავალს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან იღებენ – იანვარ-ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 1,2 მლრდ ლარი შეადგინა, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი, თითქმის ორჯერ ნაკლებია და 701  მლნ ლარს შეადგენს. ასევე, მაღალ შემოსავალს იღებენ ბანკები არაპროცენტული შემოსავლებიდან, ამ მხრივ ბანკების საგებელმა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 1,3 მლრდ  ლარი შეადგინა.

როგორც ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ჩანს კომერციული ბანკების მოგების ზრდა უპირატესად დაკავშირებულია მოსახლეობიდან (ფიზ. პირები) მიღებულ შემოსავლებზე. ბანკების შემოსავლებში ასევე დიდი წილი უკავია ჯარიმებით, საურავებით, საკომისიოებით და სხვა არა არასაპროცენტო სახის ანუ არა კრედიტის გაცემიდან მიღებულ საგებელს. აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკების მთლიან შემოსავლებში პროცენტული შემოსავალი 63,2%-ს შეადგენს, დანარჩენი კი არაპროცენტულ შემოსავალზე მიდის.

რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტში 67 522 000 ლარი გადაიხადეს, ოქტომბერში კი მხოლოდ 2 400 000 ლარი.