ვაშინგტონი სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებებს ზოგჯერ თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს

ვაშინგტონი სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებებს ზოგჯერ თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს

ვაშინგტონი სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებებს ზოგჯერ თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„სირიასთან მიმართებაში ჩვენ ვაშინგტონთან მდგრადი თანამშრომლობა დავამყარეთ, მაგრამ, ტერორისტებისა და ექსტრემისტების დაგმობის კუთხით დიდი პრობლემები გვაქვს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვის თქმით, „არსებობს ინფორმაცია, რომ აშშ ექსტრემისტურ და ტერორისტულ დაჯგუფებებს იყენებს თავისი მიზნებისათვის“.

„აშშ იმ ტერორისტულ და ექსტრემისტურ დაჯგუფებებს იყენებს, რომელთა იზოლირება და განადგურება უნდა მოხდეს. ამას თავიანთი მიზნების მისაღწევად და თავიანთი დღის წესრიგის წინ წასაწევად აკეთებენ. ამავდროულად, ისინი აცხადებენ, რომ ერთადერთი მიზანი, რის გამოც სირიაში არიან, ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებაა“, - დასძინა მან.