ირანის პრეზიდენტმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შესახებ განაცხადა

ირანის პრეზიდენტმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შესახებ განაცხადა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შესახებ განაცხადა. როუჰანის განცხადება ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნდა.

„მადლობას ვუხდი ისლამის ყველა მებრძოლს, ჩვენს დიპლომატებს, მთავრობას, ერს, სულიერ ლიდერს, ერაყისა და სირიის შეიარაღებულ ძალებს და ხალხს იმ დაჯგუფების დამარცხებისთვის, რომელმაც ყველას მხოლოდ ბოროტება და ტანჯვა მოუტანა. სამუშაოს უდიდესი ნაწილი სირიის, ერაყის და ლიბანის ჯარებმა და ხალხებმა შეასრულეს, ჩვენ კი მათ ვეხმარებოდით, ვინაიდან ამას ჩვენი რელიგიური, ისლამური ვალი მოითხოვს“, - განაცხადა როუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტის თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ არის „ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც კვებით და იარაღით მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები და რეგიონის ზოგიერთი რეაქციულად განწყობილი ქვეყნები ამარაგებდნენ“.