დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში სამწუხარო უკუსვლაა

დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში სამწუხარო უკუსვლაა

დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში სამწუხარო უკუსვლაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

გიორგი კანდელაკთან ერთად ევროსაბჭოს თანამომხსენებლებს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შეხვდა.

„ევროსაბჭოს თანამომხსენებლების ინტერესია დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში შექმნილი ვითარება. ამ კუთხით გვაქვს სამწუხარო უკუსვლა, როცა ადგილი აქვს არჩევნებზე რესურსების დისბალანსს, გვაყვს ახალი პოლიტიკური პატიმარი გოგა ონიანი. შეხვედრაზე ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. საუბრის თემა იყო საკონსტიტუციო რეფორმა და ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილება, რომელიც ვანო მერაბიშვილს უკავშირდება. ვისაუბრეთ იმ ზოგად ეროზიაზე, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კანდელაკმა.

მისივე ინფორმაციით, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზულიციების შესრულების საკითხზე.