გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის კობა კობალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან

გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის კობა კობალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან

კობა კობალაძის შუამდგომლობის საფუძველზე ლიბანის ქუჩიდან უწერის ქუჩის N9ა-11 კორპუსებამდე გზის საფარის რეაბილიტაცია განახორციელდა. მოეწყო ბორდიურები და ფეხით სავალი ბილიკები.

დეპუტატის შუამდგომლობით უწერის I შესახვევში 1410 კვ.მ-ზე გზის საფარი დაიგო.

დასრულებული სამუშაოები კობა კობალაძემ ბიუროს თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მოქალაქეებმა კმაყოფილება გამოხატეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გამო და დეპუტატს მადლობა გადაუხადეს გაწეული თანადგომისთვის.

„ჩვენ წინასაარჩევნოდ უწერის I შესახვევისა და ლიბანის ქუჩის მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ ქუჩებზე გზის საფარს მოვაწესრიგებდით. აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობით გლდანის რაიონის გამგეობასა და მერიის კეთილმოწყობის სამსახურებთან ჩვენ შევძელით ამ დაპირების შესრულება, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ამ უწყებებს. ასევე, მადლობა იმ მოქალაქეებს, რომლთა აქტიურობამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საკითხის გადაწყვეტაში. მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი ჩართულობა და შეფასებები ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია", განაცხადა კობა კობალაძემ.