საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი

საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი

საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება. ერთობლივ განცხადებას ხელს ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით  მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი მოაწერენ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, დოკუმენტის გაფორმება ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი ამოცანაა სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გაღრმავება და ეს მემორანდუმიც სწორედ ამას ემსახურება - რომ უკვე ძალიან წარმატებული ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან და მათ შორის, ბელარუსთან, ასეთი დოკუმენტის გაფორმებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ და მეტად ინსტიტუციური დატვირთვა მივცეთ“,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.