აშშ-ში ჩატარებული სპეციალური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯეიმს კამერონის ფანტასტიკური სურათი „ავატარი“ ყველაზე მოთხოვნადია.
2009 წელს ეკრანებზე მისი გამოსვლის შემდეგ ეს სურათი დაახლოებით 21-მილიონჯერ „გადაქაჩეს“ ინტერნეტში.
მეორე და მესამე ადგილი 19 მილიონით სურათებმა „ბნელი რაინდი“ და „ტრანსფორმერები“ გაიყვეს.
პირველ ათეულში ზემოთჩამოთვლილი ფილმების გარდა მოხვდნენ: „დასაწყისი“ (18 მილიონი), „ბიჭების წვეულება ვეგასში“ (17 მილიონი), „ვარსკვლავური გზა“ (16 მილიონი), „პიპეცი“ (15 მილიონი), „განდგომილები“ (14 მილიონი), „არაჩვეულებრივი ჰალკი“ (14 მილიონი).