საპარლამენტო დელეგაცია  ოტავაში  ახალგაზრდა პარლამენტარების გლობალურ კონფერენციაზე მონაწილებენ ​

საპარლამენტო დელეგაცია ოტავაში ახალგაზრდა პარლამენტარების გლობალურ კონფერენციაზე მონაწილებენ ​

კანადაში, ოტავაში, ახალგაზრდა პარლამენტარების მეოთხე საპარლამენტთაშორისო კავშირის გლობალური კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები:

ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა გაბუნია, დავით სონღულაშვილი და ცოტნე ზურაბიანი.

კონფერენცია, რომელსაც 54 ქვეყნის 150-ზე მეტი ახალგაზრდა პარლამენტარი ესწრება, ორ დღეს 17-18 ნოემბერს მოიცავს და ეთმობა თემას:

"Young parliamentarians as drivers of inclusion".

კონფერენცია დაყოფილია სესიებად და პანელ დისკუსიებად, რომელიც ძირითადად მიგრაციისა და ახალი გლობალური კომპაქტის შესახებ უსაფრთხო, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის პოლიტიკის საკითხებს ეთმობა და გულისხმობს ახალგაზრდა პარლამენტარების ჩართვას, მათ მონაწილეობას აღნიშნული საკითხების რეგულაციისთვის.

პირველი სესია - ახალგაზრდები მოძრაობაში: მიგრაცია 21-ე საუკუნეში.

პანელ-დისკუსიები: მიგრაცია და სოციალური ჩართულობა.