უმრავლესობის ლიდერმა თბილისის მთავრობას ნდობის მოპოვება მიულოცა

უმრავლესობის ლიდერმა თბილისის მთავრობას ნდობის მოპოვება მიულოცა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თბილისის მთავრობას ნდობის მოპოვება მიულოცა და ქალაქის ახალ მერს კახა კალაძეს და მის გუნდს წარმატებები უსურვა.

"საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ვულოცავთ თბილისის მთავრობას ნდობის მოპოვებას. წარმატებებს ვუსურვებთ ქალაქის მერს კახა კალაძეს და მის გუნდს. თბილისი გელოდებათ. ჩვენი მხრიდან გექნებათ მხარდაჭერა ყველა საუკეთესო წამოწყებაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და თბილისის რაიონების გამგებლების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.