ჩვენი საზრუნავი არის დედაქალაქის მომავალი და არა პოლიტიკური ქულების დაწერა

ჩვენი საზრუნავი არის დედაქალაქის მომავალი და არა პოლიტიკური ქულების დაწერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების შემდეგ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


“მინდა მივმართო ოპოზიციას, იყავით კონსტრუქციულები და იზრუნეთ თბილისზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი საქართველოს დედაქალაქია და ჩვენი საზრუნავი არის მისი მომავალი და არა პოლიტიკური ქულების დაწერა”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ქალაქის მერის ინფორმაციით, ახლად დამტკიცებული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და გამგებლები თბილისის მერთან ერთად მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ. შესაბამისად, დაიწყება იმ პროექტების განხორციელებაც, რომელიც წინასაარჩევნოდ დაიგეგმა.