დირექტორის განცხადებით, საბავშვო ევროვიზია ბავშვების მაქსიმალურ სიამოვნებაზეა გათვლილი

დირექტორის განცხადებით, საბავშვო ევროვიზია ბავშვების მაქსიმალურ სიამოვნებაზეა გათვლილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიმედია ბლოკის დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საბავშვო ევროვიზია პოლიტიკურ სტანდარტებს მორგებული არ არის და გათვლილია ბავშვების მაქსიმალურ სიამოვნებაზე.

"ხშირად არის საუბარი იმის შესახებ, რომ ევროვიზია პოლიტიკურია. გამონაკლისია ევროვიზია ყველანაირი კუთხით ეს არის ბავშვებმა მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება, ისინი აბსოლიტუტურად ჩართული იქნებიან მთელ ღონისძიებაში", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსს საქართველო 26 ნოემბერს უმასპინძლებს. 16 ქვეყნის წარმომადგენელი თბილისის ოლიმპიურ კომიტეში წარსდგება.