ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების - USAID-ის,  NDI-ის, UNDP-ის,Westminster-ის, GIZ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება  და თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებით დაგეგმვა იყო.

საუბრისას აქცენტი გაკეთდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემდგომ დეტალიზაციაზე, რომელშიც  გაწერილი იქნება კომიტეტის ჩართულობა იმ პროექტებში, რომლებსაც დონორი ორგანიზაციები საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებისთვის ახორციელებენ.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს იმ  კონკრეტულ თემებსა და წინადადებებზე, რომელიც კომიტეტის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. კერძოდ, საუბარი შეეხო სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მიმართებაში კომიტეტის საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას, ბიუჯეტის  ხარჯვითი ნაწილის ეფექტიანობის მონიტორინგს, რეგულირების გავლენის ანალიზს საგადასახადო მიმართულებებზე და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

დასასრულ, ორმხრივი ურთიერთობის ეფექტიანობის მიზნით, ირაკლი კოვზანაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსგავსი შეხვედრების რეგულარულად გამართვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.