„ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრას ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებიან

„ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრას ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებიან

უმრავლესობის სამუშაო სხდომაში, რომელიც „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში მიმდინარეობს, ორი მინისტრი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტიის ოფისში იმყოფებიან ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები - დიმიტრი ქუმსიშვილი და მამუკა ბახტაძე, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

განხილვის მთავარი საკითხი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტია. ასევე შეკრებილები, სავარაუდოდ, იმსჯელებენ ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზეც.