ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე

ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე

ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკას, რომ კახა კალაძე დღეს, საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს.

მისივე განმარტებით, მას საკრებულოში მისვლას არჩევის შემდეგ, კანონი არ ავალდებულებს.

„ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული და უფლებამოსილებას უკვე შევუდექი, რაც შეეხება ქალაქის მთავრობას, კანონის შესაბამისად, ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს, დღეს იმსჯელებენ და ალბათ, უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დამტკიცდება და ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ.

საკრებულოს ოპოზიციამ დღეს კახა კალაძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ ახლად არჩეული მერი კახა კალაძე საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს.