არჩილ თალაკვაძე: ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია

თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ: მისი უშუალო ლიდერობით არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები.