ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს

ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს

ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას ეხებოდა.

აშშ-ს ელჩის თქმით, ხელოვნური ბარიერების შექმნა ხალხებს შორის არაკანონიერი ქმედებაა.

“ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც საუბრობს ბატონი ბიბილოვი. ეს არ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი. შესაბამისად, ხელოვნური ბარიერების შექმნა ხალხს შორის არის არალეგიტიმური და არაკანონიერი ქმედება. ეს არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით”, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

„რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის მთლიანად აღჭურვაა აუცილებელი, მათ შორის, საინჟინრო თვალსაზრისით“, - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბლოვმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე, სადაც მოსკოვში „ვიზიტი“ შეაჯამა.