გამოცემა „Heat Vision” -ის მტკიცებით, ცნობილი მსახიობი ჯეკი ჩანი უახლოეს მომავალში ახალ კინოსურათზე მუშაობას დაიწყებს.
ფილმის სავარაუდო სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ჩანი ორ ამპლუაში მოგვევლინება. რასაკვირველია სურათში მთავარ როლს შეასრულებს, ამის გარდა პროდიუსერის რანგშიც ვიხილავთ.
ფილმი კომედიისა და ე.წ. „ბოევიკის“ ნაზავი იქნება. ჯეკი ჩანი ინგლისის „სკოტლანდ იარდის“ თანამშრომლის სახით წარმოგვიდგება. ის პროფესიონალ მოთამაშეს დასდევს, რომელსაც სხვადასხვა სამორინეების დიდძალი ვალი დაედო.
ფილმის მოქმედება მაკაოში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩინეთში განვითარდება.
ჯეკი ჩანის მტკიცებით, გადაღებები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. სურათი დიდ ეკრანებზე მომავალი წლის დასასრულს გამოვა.