საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არჩილ ხაბაძემთურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა თურქი დიპლომატის საქართველოში ოთხწლიანი მოღვაწეობა მიმოიხილეს და იმ პროექტებზე და ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
„თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრისას ოთხწლიანი თანამშრომლობის შედეგები განვიხილეთ. ვისაუბრეთ თურქეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებებით, ასევე სავაჭრო და კულტურულ სფეროში განხორციელებულ პროექტებზე.
შეხვედრაზე ზექი ლევენთ გუმრუქჩუს სხვა თანამდებობაზე გადასვლის შესახებაც ვისაუბრეთ და მეგობრობის ჯგუფის სახელით მას პროფესიული წინსვლა ვუსურვე. შეხვედრის დასასრულს ჩვენი მეგობრობის და ურთიერთობის გაგრძელებაზე შევთანხმდით", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასასრულს.