ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს - ადვოკატებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება, რაც თქვენს პროფესიას გამორჩეულს ხდის. ადვოკატის პროფესიას თავად ქვეყნის უმთავრესი კანონი - კონსტიტუცია იცავს, რომლის ახალი რედაქცია კიდევ უფრო აძლიერებს თქვენს დამოუკიდებლობასა და პროფესიულ გარანტიებს. ეს თავისთავად მეტყველებს თქვენი - ადვოკატების განსაკუთრებულ როლსა და ადგილზე სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ამ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ირაკლი კობახიძე