აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი განაცხადა

აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი განაცხადა

აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელ“ იუწყება.

დაცვის მხარე პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლას ითხოვდა.

„გამოძიების დაწყებიდან ჩვენ უკვე მეოთხედ მივმართავთ სასამართლოს. აქამდე ყველა შემთხვევაში სასამართლო უარს აცხადებდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და პროკურატურის არგუმენტებს ითვალისწინებდა, რომ თავისუფლებაზე მყოფი აფგან მუხთარლი გავლენას მოახდენს გამოძიებაზე“, - განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა.

ადვოკატის თქმით, წინასწარი გამოძიება უკვე დასრულდა და მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა.