უკრაინის პარლამენტმა მომდევნო კვირას, შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას უყაროს კენჭი.
ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ უკრაინის პარლამენტში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ პუნქტი დამატებით იქნება შეტანილი დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონში, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით 16 ნოემბერს უნდა განიხილოს.
აღნიშნული პროცესის შემდეგ ეტაპად სახელდება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს შესაბამისი განკარგულება, რის შემდეგაც უკრაინაში რუსული, ხოლო რუსეთში უკრაინული დიპლომატიური წარმომადგენლობები დაიხურება.
როგორც „კომერსანტი“ წერს, უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ მოსკოვში უკრაინის ინტერესებს ბელარუსი ან შვეიცარია წარმოადგენს.
„კომერსანტი“ აღნიშნავს, რომ დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონში შესწორება „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატმა ივან ვინიკმა შეიტანა.