7 ნოემბერი არის ისტორიის კუთვნილება და ისტორიას დარჩება, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე, - აღნიშნული განცხადებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კომიტეტის სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული დღე არის იმის დასტური, რომ საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის ეპატიება და საკუთარ ხალხზე ძალადობას შესაბამისი შედეგი მოჰყვება.
“ეს არის დღე, რომელიც არის ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ეს არის დღე, რომელიც არის ნიშანდობლივი, თუ რა შედეგები მოყვება ძალადობას და სისასტიკეს ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ. 7 ნოემბერი დარჩება ისტორიას, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე”, - განაცხადა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.