გოგა ონიანის საქმის პოლიტიკური მოტივით მონათვლა, არ მგონია, რომ ვინმესთვის დამაჯერებელი იყოს

გოგა ონიანის საქმის პოლიტიკური მოტივით მონათვლა, არ მგონია, რომ ვინმესთვის დამაჯერებელი იყოს

ეკა ბესელიას განცხადებით, გოგა ონიანის განაჩენთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივზე საუბარი არადამაჯერებელია. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა ის ბრალდებები, რომელიც გოგა ონიანის მიმართ ისმოდა.

“სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო საკმარისი და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც ნიშნავს, რომ დადასტურდა ბრალდებები, რაც ადამიანის მიმართ ისმოდა, როდესაც იყო სამართალდამცველ სისტემაში. პოლიტიკური მოტივით მონათვლა გოგა ონიანის საქმის, არ მგონია, რომ ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი, გარდა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღესაც გულშემატკივრობს იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ, პოლიტიკოსები ამ გადაწყვეტილების რევიზიას არ ვახდენთ”, - განაცხადა ბესელიამ.