7-9 ნოემბერს, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როს"-ის რიგით 96-ე სემინარი იმართება.
სემინარის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა უსაფრთხოებია და სტაბილურობა დასავლეთ ბალკანეთში, რეგიონის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში წევრობის პერსპექტივები, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიის გამყარების გამოწვევი და მიგრაციის საკითხები.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში კომიტეტის წევრები ირკალი ბერაია და ბექა ოდიშარია შედიან.