მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ბიზნესისი კეთების რეიტინგში, საქართველოს პირველ ათეულში მოხვედრას, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს მთავრობის სწორი ეკეონომიკურ პოლიტიკის დამსახურებად თვლის.
„პირველთან“ საუბარში ფრაქციის ლიდერი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს პოზიციების 7 ადგილით გაუმჯობესება უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზეც დადებითად აისახება.
მისი თქმით, რეიტინგები რამდენიმე კრიტერიუმის შეფასებით დგინდება და არა მხოლოდ ბიზნესისი კეთების სიმარტივის თვალსაზრისით.
„აქ საუბარი ბიზნესის თავისუფლებაზე, მეწარმეთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, სამართლიანობაზე ბიზნესისი წარმოების გამარტივებაზე და ა.შ. ინვესტორები ყოველთვის ცდილობენ ისეთი გარემო ნახონ თავისი ინვესტიციის დასაბინავებლად, სადაც გაცილებით იოლია ბიზნესის წარმოება, ბიზნესგარემო კი თავისუფალი და სტაბილურია. მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშში ბიზნესის რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება და ეს დადებითად აისახება ინვესტიციების შემოდინებაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ „პირველთან“ საუბარში
მისი თქმით, სხვადსხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და მუშაობაზე მიუთითებს.
მდინარაძე მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის ლიდერი ქვეყანა გახდა.