შსს- გიორგი მღებრიშვილი დეპუტატებს სამინისტროს ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში წარუდგენს

შსს- გიორგი მღებრიშვილი დეპუტატებს სამინისტროს ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში წარუდგენს

შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ეტაპზე პარლამენტში მისვლას არ აპირებს - ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა  სამინისტროში განუცხადეს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გიორგი მღებრიშვილი  ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში  პარლამენტში მივა და დეპუტატებს  სამინისტროს ანგარიშს, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

ამავე საკითხზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამაც ისაუბრა.