პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა იგეგმება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა იგეგმება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მოსმენა იგეგმება.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, მოსმენა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

მისივე თქმით, დასტური შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით სამინისტროსგან მიღებული აქვთ.

”ეს არის პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ნაწილი. ჩვენ ახლა ვათანხმებთ დროს და თარიღს, ასევე საკითხთა ნუსხას მოსმენის დღის წესრიგთან დაკავშირებით. მინისტრის მხრიდან ველოდებით ანგარიშს, ამავე დროს ახალ კონცეფციას და მოსმენას რეფორმაზე, რომელზეც სამინისტრომ იმუშავა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები. მინისტრის მოსმენა კომიტეტში შედგება. დასტური გვაქვს. ახლა ვათანხმებთ თარიღს”, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.