„ნაცმოძრაობის“ დროს, მე-60 უბანზე არჩევნები შემდეგნაირად ტარდებოდა: საარჩევნო ყუთი საერთოდ ქრებოდა და ახალი ყუთი მოჰქონდათ

„ნაცმოძრაობის“ დროს, მე-60 უბანზე არჩევნები შემდეგნაირად ტარდებოდა: საარჩევნო ყუთი საერთოდ ქრებოდა და ახალი ყუთი მოჰქონდათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მე-60 საარჩევნო უბანზე არჩევნები შემდეგნაირად ტარდებოდა: საარჩევნო ყუთი საერთოდ ქრებოდა და შემდეგ ახალი ყუთი მოჰქონდათ, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მდინარაძის თქმით, თუკი 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ვერავითარი დარღვევა აღმოაჩინა და მხოლოდ რამდენიმე ერთეულზეა საუბარი, ეს მიანიშნებს რომ არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ ჩატარდა.

„კონკრეტულ შემთხვევებზე იმის თქმა, რომ დარღვევები იყო სისტემური, არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ყველა დარღვევა ყურადღების მიქცევას საჭიროებს. მაგრამ თუკი 21 ოქტომბრის შემდეგ სხვა დარღვევა ვერ აღმოაჩინეს, ეს მიანიშნებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ ჩატარდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.