რა აზრი აქვს და რატომ უნდა გავულამაზოთ ეს პროცესი?

რა აზრი აქვს და რატომ უნდა გავულამაზოთ ეს პროცესი?

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისიაში მუშაობას არ აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, ცუდია, როგორც უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუცია, ასევე ამ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, ამიტომ, საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.

„ქართული ოცნება“ რეალურად არაფერს ცვლის, ოპოზიციის და საზოგადოების მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და რეალურად ყველაფერს ძალაში ტოვებს. რა აზრი აქვს და რატომ უნდა გავულამაზოთ ჩვენ მათ ეს პროცესი?“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მმართველი გუნდი ახალ მიღებულ კონსტიტუციაში ოთხი ნორმის ჩასწორებას გეგმავს. ცვლილებები ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვებას, ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას. ასევე შეიცვლება აღმსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლი და ნორმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხება.