საახალწლო ილუმინაციები წელსაც თბილისის მხოლოდ ზოგიერთ გარეუბანში დამონტაჟდება

საახალწლო ილუმინაციები წელსაც თბილისის მხოლოდ ზოგიერთ გარეუბანში დამონტაჟდება

საახალწლო ილუმინაციები წელსაც თბილისის მხოლოდ რამდენიმე გარეუბანში დამონტაჟდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.

ნარმანიას ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, რომელი გარეუბნები განათდება საახალწლოდ.

”საახალწლო ილუმინაციები ნაწილობრივ იქნება გარეუბნებშიც, მთლიანად ვერა. როგორც წესი, დედაქალაქის მზადება საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისიდან იწყება. პირველ ეტაპზე დაიწყება ჩვენ ბაზაზე არსებული ილუმინაციების ერთი ნაწილის მონტაჟი, შემდეგ, ჩამოვა ახალი ილუმინაციები და პარალელურ რეჟიმში დაიწყება სამონტაჟო სამუშაოები", - განაცხადა ნარმანიამ.

როგორც ცნობილია, საახალწლო ილუმინაციები ყველა გარეუბანში არც შარშან დამონტაჟებულა.