ვუთანაგრძნობ

ვუთანაგრძნობ "ქართულ ოცნებას", სამწუხაროდ, მათთვის არ არის კარგი, როდესაც საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა აქვთ

,,რესპუბლიკური პარტიის" აღმასრულებელი მდივნის, თამარ კორძაიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა არ არის დაკომპლექტებული იმ ტიპის ოპოზიციით, რომელსაც საკითხების დაბლოკვა და ძლიერი ოპონირება შეუძლია.

როგორც თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,

საკრებულოში მმართველი პარტია იმდენად ძლიერად არის წარმოდგენილი რომ "იქ დისკუსიის ადგილი არ არის".

"საქმე იმაშია, რომ თბილისის საკრებულოში არ არის იმ ოპოზიციის რაოდენობა, რომლებსაც საკითხების დაბლოკვის უნარი გააჩნიათ. ვუთანაგრძნობ "ქართულ ოცნებას", სამწუხაროდ, მათთვის არ არის კარგი, როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა აქვთ. აქედან გამომდინარე, საკრებულოს მიმართ თბილისელებს დიდი მოლოდინი ვერ ექნებათ იმიტომ, რომ უმრავლესობა იმდენად ძლიერადაა წარმოდგენილი, იქ დისკუსიის ადგილი ნამდვილად არ არის", - განაცხადა კორძაიამ.