ამინა ოკუევა უკრაინელი და ჩეჩენი ხალხის ნამდვილი გმირია, ამიტომ მტერმა ჩვენი დის მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგოს

ამინა ოკუევა უკრაინელი და ჩეჩენი ხალხის ნამდვილი გმირია, ამიტომ მტერმა ჩვენი დის მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგოს

ბატალიონ „კიევ-2“-ის მოხალისის ამინა ოკუევას მკვლელობასა და მისი მეუღლის ადამ ოსმაევის დაჭრასთან რუსეთის ფედერაციაა დაკავშირებული, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა, იუწყება ტელეკომპანია „24“.

ტურჩინოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების ავტომობილის ჩაცხრილვაში რუსული სპეცსამხურებია გარეული.

მისივე თქმით, ეს გამოწვევაა უკრაინისთვის, ამიტომ ხელისუფლებამ ხისტ თავდასხმას ხისტად უნდა უპასუხოს.

„რუსეთი აგრძელებს უკრაინის აღმოსავლეთში აგრესიას და პარალელურად ტერორი გააჩაღა შუაგულ უკრაინაში, სადაც ჩვენი სამშობლოს მამაც დამცველებს კლავს. ამინა ოკუევას მკვლელობა ეს არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ხისტი და ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა ალექსანდრე ტურჩინოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამინა ოკუევა უკრაინელი და ჩეჩენი ხალხის ნამდვილი გმირი გახდა, ამიტომ „მტერმა ჩვენი დის მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგოს“.