გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე

გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე

საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რათა ყველა ის პირი, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების საკითხზე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურას რომ არ ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი, საექსტრადიციო მოთხოვნას არც გაგზავნიდა. 

”მივმართეთ სამჯერ უკრაინის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და ველოდებით მათგან ქმედით ღონისძიებებს. შესაბამისი საფუძვლები რომ არ არსებობდეს, რა თქმა უნდა, არ გავაგზავნიდით. იქ იყო მოქალაქეობის მოტივი, რა მოტივიც აღარ არსებობს. საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რათა ყველა ის პირი, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე”, - განაცხადა გოგაძემ.