საქართველოს პარლამენტში ქალი ელჩებისა და პარლამენტარების თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატის პირველი სამუშაო შეკრება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და ბულგარეთის, გერმანიის, ესტონეთის, უნგრეთისა და შვედეთის ელჩები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, ახლადშექმნილი ფორმატის შესახებ იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც გამოიყო რამდენიმე პრიორიტეტი - ქალთა როლის გაძლიერების შესახებ სოციალურ, პოლიტიკურ სფეროებში და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე დაისახა პრიორიტეტების შესაბამისი მიზნები და ამოცანები.
როგორც აღინიშნა, ქვეყანაში ამ მიმართულებების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საქართველოს პარლამენტის გენდერის საბჭოს მუშაობას, რომელიც აქტიურადაა ჩართული ყველა მიმდინარე პროცესში.
„შეხვედრაზე ვუსაუბრეთ მომავალი საინტერესო ერთობლივი ღონისძიებებისა და კონფერენციების შესახებ; ასევე, რეგიონებში ქალთა გაძლიერების საკითხების, საგარეო პოლიტიკისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გარშემო სტუდენტებთან და საჯარო შეხვედრების თაობაზე", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მხარეები არაფორმალური ფორმატის დღის წესრიგზე და გეგმებზე, შეთანხმდნენ, რომელსაც სხვა პარლამენტარებიც შემოუერთდებიან.
სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ელჩებს გაწეული დახმარებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.