საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე ეწვევა

საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე ეწვევა

31 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი ეწვევა.

მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე და აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი საქართველოში ვიზიტს 3 ნოემბერს დაასრულებს.