ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინებაში ფასდაუდებელი წვლილია

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინებაში ფასდაუდებელი წვლილია

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინებაში ფასდაუდებელი წვლილია. ამის შესახებ ბაქოში რკინიგზის გახსნის ცერემონიალზე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა განაცხადა.

არიპოვის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პროექტის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ მნიშვნელოვანი ნაწილია და უზბეკეთი დაინტერესებულია აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნით ტვირთების გადატანაში.

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მარშრუტი პროექტის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების საშუალებას იძლევა და რგეიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„კიდევ ერთხელ მსურს მივულოცო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ყველა სტუმარს დღევანდელი ისტორიული მოვლენა, ასევე ვუსურვო აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მოძმე ერებს კეთილდღეობა და პროგრესი“, - განაცხადა აბდულა არიპოვმა.

სატრანსპორტო დერეფანმა „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ჩრდილოეთ ევროპა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან უნდა დააკავშიროს. აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შეთანხმებას რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა 2000 წელს მოაწერეს ხელი.