თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მიიჩნევს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა ისტორიული მოვლენაა. ამის შესახებ ბინალი ილდირიმი წერილში წერს, რომელიც ბაქოში რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე წაიკითხეს.
თურქეთის პრემიერი წერილში აღნიშნავს, რომ რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი პროექტია, ასახავს არა მხოლოდ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონეს, არამედ ისტორიული აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა.
ბინალი ილდირიმი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი ევრაზიული კონტინენტის კულტურებს აკავშირებს.
„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა“, - წერს ბინალი ილდირიმი.